ღრუბლების ნაცვლად სახლი - კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო ჭურვმა ოჯახი დააზარალა

© FB / STC Deltaსეტყვის საწინააღმდეგო სისტემა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას 2015 წლიდან იყენებენ

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სეტყვის საწინააღმდეგო სისტემიდან გასროლილი ჭურვი სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს მოხვდა და სახლის სახურავი და იატაკი დააზიანა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

უამინდობის, გადაუღებელი წვიმისა და სეტყვის გამო კახეთის მოსახლეობას მერამდენე დღეა პრობლემები შეექმნა - გადაუღებელმა წვიმებმა ზოგიერთ სოფელში დატბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები, დააზიანა ინფრასტუქტურა და გაანადგურა მოსავალი. ამასთან, მოსავლის ზარალის შესამცირებლად, სპეციალისტები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემას იყენებენ.

წყალდიდობა კახეთში - Sputnik საქართველო
კახეთში სტიქია გრძელდება - ადიდებულმა მდინარე სტორმა დამბა დაანგრია

სოფელ ჯუგაანში ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა. ქართველი სპეციალისტები სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გაუმართავი მუშაობის შესახებ განმარტებებს მწარმოებელი ბულგარული კომპანიისგან მოითხოვს.

კიკილაშვილების ოჯახს მიყენებულ ზარალს „ბუნებრივ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი" აუნაზღაურებს, რომელიც კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარების მუშაობას ოპერირებს.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა საქართველოში 2015 წლის გაზაფხულზე ამოქმედდა. პირველად ის კახეთში დამონტაჟდა. მას შეუძლია სეტყვასაშიში ღრუბლების აღმოჩენა და საწყის სტადიაზე მათი კონტროლი. კახეთის ყველა რაიონში საცეცხლე წერტილებია განლაგებული. განიხილება სისტემის დამონტაჟების შესაძლებლობა ქვეყნის სხვა რეგიონებშიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0