მეწყერი პანკისის ხეობაში: ხადორჰესი გარე სამყაროს მოწყვეტილია

© photo: Lagodekhi / FBწყალდიდობა კახეთში
წყალდიდობა კახეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნაპირებიდან გადმოსულმა ალაზანმა გზის ნაწილი დატბორა და ინფრასტრუქტურა გაანადგურა

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მეწყერი ჩამოწვა მთიდან გზის სავალ ნაწილზე, რის გამო „ხადორჰესი“ და ახლომდებარე სოფელი პანკისის ხეობაში გარე სამყაროს მოწყვეტილია, იუწყება პირველი არხი.

ერთ-ერთი ადგილობრივის განცხადებით, მეწყერის გარდა, მომატებულია წყლის დონე ალაზანში, რამაც გზის ნაწილის დატბორვა და ინფრასტრუქტურის მთლიანი განადგურება გამოიწვია.

„სანამ ალაზანი არ დაიკლებს, მეწყერისგან გზის გაწმენდა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. იქ, სადაც ორი დღის წინ გზა იყო, ახლა მდინარე მოედინება. გზის სხვა მონაკვეთზე კი მეწყერი ჩამოწვა. ტყის ბილიკებით გადასვლა საშიშია, რადგან მეწყერულია და ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩამოიშალოს“, – აცხადებს ხადორჰესის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ადგილობრივების განცხადებით, გზის გაწმენდითი სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს, რადგან სპეცტექნიკის მუშაობას რთული რელიეფი აფერხებს.

ყველა ახალი ამბავი
0