მახათას მთაზე ტაძრის ეზოში მდებარე ხიდიდან მცირეწლოვანი გადავარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მოზარდი ჰოსპიტალში გადაიყვანა

თბილისი, 12 მაისი — Sputnik. მახათას მთაზე ოთხი მეტრი სიმაღლიდან მცირეწლოვანი გადავარდა და დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ტაძარი მახათას მთაზე - Sputnik საქართველო
ილია მეორემ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი აკურთხა

მოზარდი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ეზოში მდებარე ხიდიდან გადავარდა, რა დროსაც წელის არეში დაზიანებები მიიღო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბიჭი ჰოსპიტალში გადაიყვანა.

დღეს, ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს, 10:00 საათზე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო ღვთისმსახურება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღასრულა.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0