საპატრულო პოლიცია

ყანდაურაში საზარელი მკვლელობის საქმის მოულოდნელი შემოტრიალება - რა მოხდა კახეთში?

1694
ყანდაურაში მომხდარი მკვლელობისას რამდენიმე სახის იარაღია გამოყენებული, ამიტომ გაჩნდა ეჭვი, რომ საქმეში სხვა ფიგურანტებიც არსებობენ

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეში ახალი ფიგურანტები გაჩნდა - 85 წლის პენსიონრის, ომარ გამყრელიძის შემდეგ დააკავეს მისი შვილიშვილი და მის მეორე ვაჟს ეძებენ, იუწყება პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

ოთხი მოკლული და სამი დაობლებული ბავშვი - კახეთში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები >>

ომარ გამყრელიძე თავისი ვაჟის, რძლისა და მეზობლად მცხოვრები ორი ნათესავის მკვლელობისა და ასევე თავისი ლოგინად ჩავარდნილი ცილის დაჭრის ბრალდებით 3 მაისს დააკავეს. ქალი რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პენსიონერს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულს ბრალი წარედგინა  სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით („ოჯახური ძალადობის ნიადაგზე, ორი ან მეტი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობა“). ბრალდებულს უვადო ან 16-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახლა კი გამოძიებამ ახალი დეტალების შესახებ განაცხადა.

„გამოძიების მსვლელობაში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი ინფორმაციით დადგინდა, რომ ადგილზე სროლა ორი სხვადასხვა იარაღით განხორციელდა. შემთხვევის ადგილიდან კი ამ ეტაპზე ამოღებულია მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი. ამ გარემოებამ გამოძიებას დამატებით ახალი მიმართულება მისცა, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ 85 წლის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა >>

ომარ გამყრელიძის შვილიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

„ოჯახის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებებში დაფიქსირდა, რომ ო.გ.-ს – მეორე შვილმა პირველ მაისს, ანუ ტრაგედიამდე ორი დღით ადრე, განუცხადა ოჯახს, რომ რუსეთში მიემგზავრებოდა, თუმცა მას საქართველოს საზღვრის კვეთა არ უფიქსირდება. ოჯახის წევრების ჩვენებებით, ის არ გამოსულა მათთან კონტაქტზე და მათ არ აქვთ არანაირი ინფორმაცია მის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. ამჟამად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო მოქმედებები, მისი ადგილსამყოფელის დასადგენად“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, ამჟამად სხვადასხვა სახის ექსპერტიზა მიმდინარეობს.

მედიის ინფორმაციით, 85 წლის მამაკაცის შვილსა და რძალს სამი არასრულწლოვანი შვილი დარჩათ.

1694
თემები:
კრიმინალი საქართველოში (1037)
გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი

თბილისში ერთ–ერთი სტადიონი შაქარაშვილის სახელობის გახდა

4
(განახლებულია 21:28 03.08.2020)
მაისური ნომრით 21 კლუბ „საბურთალოში“ მუდამ გიორგი შაქარაშვილისა დარჩება და ის გუნდის მუზეუმში შეინახება

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საფეხბურთო კლუბმა „საბურთალომ“ დაღუპული 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გახსნა.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ძებნიდან მეოთხე დღეს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო, თუმცა მის სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს, რომელმაც დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი მიიღო, ორი – თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლით იძიებენ.

დაღუპული ფეხბურთელის სახელი საფეხბურთო აკადემია „საბურთალოს“ ერთ–ერთ სტადიონს მიენიჭა, რომელიც იოსებიძის ქუჩაზე მდებარეობს. გახსნას ესწრებოდნენ კლუბის ხელმძღვანელები, შაქარაშვილის ოჯახის წევრები, მეგობრები და პარტნიორები.

კლუბის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ მაისური №21 წარწერით „შაქარა" კლუბ „საბურთალოში“ მუდამ გიორგის კუთვნილება იქნება და ის კლუბის მუზეუში შეინახება.

გიორგი შაქარაშვილი დუბლშემადგენლობის მოთამაშე იყო. ხელმძღვანელობა და მწვრთნელთა შტაბი მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ.

4
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა

ოთხი წლის ბავშვი დენის დატყმით გარდაიცვალა

60
ბავშვი სათავსოში შევიდა, სადაც ელექტროგაყვანილობას შეეხო. პოლიციამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ ნავარძეთში ოთხიწლის ბავშვს დენმა დაარტყა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ტელეკომპანია Rustavi2–ის ინფორმაციით, ბავშვი ეზოში თამაშობდა და სათავსოში შევიდა, სადაც ელეექტროსადენს შეეხო.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა.

60
თემები:
შემთხვევები საქართველოში