საპატრულო პოლიცია

ქობულეთში საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს

142
ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა საკანალიზაციო  მილში ემბრიონი

თბილისი, 27 აპრილი - Sputnik. ქობულეთის რეგიონალურ საავადმყოფოს საკანალიზაციო მილში ემბრიონი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში წყლის სისტემა გაიჭედა და გაწმენდის შემდეგ მასში ემბრიონი აღმოჩნდა, რის შესახებაც სამართალდამცველებს აცნობეს.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა საკანალიზაციო  მილში ემბრიონი.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სსკ-ის  116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

142
თემები:
შემთხვევები საქართველოში (2190)
საპატრულო პოლიცია

ბრძოლა COVID-19-თან: რეგულაციების დარღვევის რამდენი ფაქტი გამოვლინდა ბოლო 24 საათში

19
(განახლებულია 12:27 13.06.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან ამ დროისთვის მოქმედებს „კომენდანტის საათი", პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის  299 ფაქტი გამოავლინა, იუწყება  შინაგან საქმეთა სამინისტრო.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვლის ბოლოს წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გადაადგილების აკრძალვას და სხვ.

პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 51 ფიზიკური პირი დააჯარიმა.

დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც საღამოს 11 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 201 ფიზიკური პირია დაჯარიმებული, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 47 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ისჯება 40 ლარიანი ჯარიმით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

 

19
პოლიციის შებობა შიდა ქართლში

თბილისში iPlus-ის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე 17 წლის მოზარდი დააკავეს

39
(განახლებულია 12:09 13.06.2021)
არასრულწლოვანი დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს, 12 ივნისს შიდა ქართლში დააკავეს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 13 ივნისი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია iPlus-ის გაქურდვის ფაქტზე შიდა ქართლში 2004 წელს დაბადებული მოზარდი დააკავეს, ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 ივნისს ჩაამსხვრია მაღაზიის ფასადის ვიტრინა, შევიდა სავაჭრო ობიექტში და მობილური ტელეფონები მოიპარა.

მაღაზიის დირექტორის თქმით, ზარალის სავარაუდო ოდენობამ დაახლოებით 90 ათასი ლარი შეადგინა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, შიდა ქართლში დააკავეს.

ნაქურდალი ტელეფონების ნაწილი ამოღებულია ​ნივთმტკიცებად.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სადგომში ან საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

39
ავბტობუსი თბილისის ქუჩაში

თბილისის ავტობუსების განრიგში ცვლილება მოხდა

0
50 ავტობუსი „თბილისის ზღვის პლაზას“ და ბარათაშვილის ქუჩას შორის ყოველდღიურად დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოძრაობს.

თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 14 ივნისიდან  N50 ავტობუსი შეცვლილი მარშრუტით ივლის, იუწყება დედაქალაქის მერია.

50 ავტობუსი „თბილისის ზღვის პლაზას“ და ბარათაშვილის ქუჩას შორის ყოველდღიურად დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოძრაობს.

ორშაბათიდან ავტობუსი ვაზისუბნიდან ჯერ შანდორ პეტეფის ქუჩაზე გადაადგილდება, შემდეგ მეტროს სადგურ „ვარკეთილს“  გაივლის და ჯავახეთის ქუჩის გავლით გააგრძელებს სვლას  ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.

უკან კი 50 ნომერი ავტობუსი ძველი მარშრუტით დაბრუნდება და ვარკეთილის მეტროს და შანდორ პეტეფის ქუჩას უკვე აღარ გაივლის.

0