რისთვის სჭირდებოდა ლევან ჯიბღაშვილს ნარკოტიკი: ადვოკატის განმარტება

© Facebook / Levan Jibgashviliლევან ჯიბღაშვილი
ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი წარდგენილ ბრალდებას ეთანხმება.

თბილისი, 25 აპრილი – Sputnik. მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი ნარკოტიკს პირადი მოხმარებისთვის ინახავდა, განუცხადა ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.

ლევან ჯიბღაშვილი: არასოდეს მისარგებლია პირადი კონტაქტებით >>

ჯიბღაშვილი 21 აპრილს, ღამით დააკავეს. მის მანქანაში იპოვეს ჩანთა ნარკოტიკებით. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჩანთაში იყო დაახლოებით 0,6 გრამი კოკაინი და დაახლოებით 0,2 გრამი ექსტაზი (MDMA).

„როდესაც ბრალი ფორმულირებულია, რომ შეძენა-შენახვას ედავება, იგულისხმება, რომ პირადი მოხმარების მიზნისთვის შეიძინა და ინახავდა აღნიშნულ ნარკოტიკულ საშუალებას პირადი მოხმარებისთვის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღნიშნულ ბრალდებას ეთანხმება“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

იყო თუ არა ჯიბღაშვილი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ დაკავების მომენტში, ჯერჯერობით უცნობია, რადგან უცნობია ამ საკითხზე ექსპერტიზის პასუხი.

ლევან ჯიბღაშვილი - Sputnik საქართველო
ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშაბათს სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და აღკვეთის ღონისძიების სახით ჯიბღაშვილს 10 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ზოგიერთ საინფორმაციო საშუალება ამტკიცებს, რომ ჯიბღაშვილი შსს-ში მისი კავშირების წყალობით გათავისუფლდა. ამის დასადასტურებლად გავრცელდა ფოტოები, სადაც მსახიობი არაფორმალურ გარემოში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან კახა საბანაძესთან ერთად არის გადაღებული.

საპასუხოდ ჯიბღაშვილმა განაცხადა, რომ ნახევარ საქართველოსთან აქვს გადაღებული ფოტო და, შესაბამისად, საბანაძესთან საერთო ფოტოები არაფერს ნიშნავს.

ლევან ჯიბღაშვილს ბრალი სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილით ედება, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს და 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ჯიბღაშვილი სერიალ „დეტექტივების“ ერთ-ერთი წამყვანი მსახიობია.

ყველა ახალი ამბავი
0