თბილისის მეტრომ მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა

© photo: Sputnik / Stringerვითარება მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“
ვითარება მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ ელექტროსადენი დაზიანდა.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის პირველმა ხაზმა მუშაობა ნაწილობრივ შეაჩერა, მიზეზი კი მეტროს სადგურ „გოცირიძეზე“ ელექტროსადენის დაზიანებაა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი სადგურ „მარჯანიშვილიდან“.

„მატარებელი, რომელიც „სადგურის მოედნისკენ“ უნდა წასულიყო, 15 წუთია გაჩერებულია „მარჯანიშვილზე“. მორიგე პოლიციელის განცხადებით, მოხდა რაღაც დაზიანება. როდის აღდგება მატარებლების მოძრაობა ამ მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია“, – იუწყება კორესპონდენტი.

მეტროს სადგური „რუსთაველი - Sputnik საქართველო
„სირცხვილია!" – კალაძე თბილისის მეტროში არსებულ ვითარებაზე

ზოგიერთი მგზავრი მოძრაობის აღდგენას მატარებელში ელოდება, დანარჩენებმა მეტრო დატოვეს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ინციდენტის მიზეზი მეტროპოლიტენში დაზიანებული სადენია. მეტროს მეორე ხაზი საბურთალოს მიმართულებით შეუფერხებლად მუშაობს. რამდენ ხანში შეძლებენ დაზიანების შეკეთებას და როდის დაიწყებს მგზავრების გადაყვანას მეტროს პირველი ხაზი, ჯერჯერობით უცნობია. 

მეტროს დაკეტვის გამო გზებზე „საცობებია“. ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები გადატვირთულია. მეტროში პრობლემები დაახლოებით ნახევარი საათის წინ შეიქმნა.

თბილისის მეტროპოლიტენი სულ ორი ხაზისგან და 23 მოქმედი სადგურისგან შედგება.

ყველა ახალი ამბავი
0