სასწრაფო დახმარება

სროლა ზუგდიდში: დაჭრილია 28 წლის მამაკაცი

186
დაჭრილ მამაკაცს ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. ზუგდიდში 28 წლის  მამაკაცი დაჭრეს, იუწყება საზოგადებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობები სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

ჰოსპიტლის ემერჯენსის უფროსის, მაია ესებუას განცხადებით, პაციენტს დაზიანებული აქვს კუჭი და თირკმელი.

შსს–ში მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

186
თემები:
კრიმინალი საქართველოში (997)
გიორგი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის საქმე: დამატებითი ექსპერტიზა და პასუხგაუცემელი კითხვები

94
(განახლებულია 18:38 14.07.2020)
19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. გამოძიებამ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა და შესაბამისი თხოვნით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა.

საუბარია ბიოლოგიურ და მიკრონაწილაკურ ექსპერტიზაზე. შაქარაშვილის ოჯახის ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ ქართული ტელეარხებით არაერთხელ განაცხადა დამატებითი ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობის შესახებ, რომელმაც, შესაძლოა, საქმესთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი.

10 ივლისს პროკურატურამ 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა. დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. თუმცა, შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა.

მირიან ნიკოლაძის თქმით, გიორგის სიცოცხლეშივე მიაყენეს დაახლოებით 12 სერიოზული დაზიანება, რაც ამტკიცებს, რომ მის მიმართ თავიდან ფიზიკური ძალა გამოიყენეს და შემდეგ მდინარეში ჩააგდეს.

საქართველოს პროკურატურამ საქმე გადააკვალიფიცირა სსკ-ის მუხლით "დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა".

19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ უკვალოდ გაქრა, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი, მათგან ექვსი – არასრულწლოვანი. წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

94
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე
მდინარე ჯუმი

სოფელ დარჩელში 15 წლის ბიჭს ეძებენ რა ვითარებაში გაუჩინარდა მოზარდი

117
(განახლებულია 15:46 14.07.2020)
15 წლის ბიჭს, რომელიც მდინარე ჯუმთან საქონელს მწყემსავდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები ამ დრომდე ეძებენ.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში მდინარე ჯუმში ჩავარდნილ მოზარდს ეძებენ, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

შემთხვევა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, 15 წლის ბიჭი მდინარესთან საქონელს მწყემსავდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და ადიდებულ მდინარეში ჩავარდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია.

Поисково-спасательная операция на реке Джуми
© photo: Sputnik / Nika Lataria
მოზარდის სამძებრო სამუშაოები მდინარე ჯუმში

ადგილზე ასევე იმყოფებიან ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და მისი მოადგილე გიგა ფარულავა.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. პროცესს ართულებს ის, რომ კოკისპირული წვიმების გამო მდინარეში წყლის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია. ჯერჯერობით სხვა დეტალები უცნობია.

117
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ფლამინგო

მილიარდერის შვილობილი ივანიშვილი შეკვეთილში დენდროლოგიურ პარკს ხსნის

0
(განახლებულია 17:56 14.07.2020)
„სად ნახავ მსგავს სილამაზეს“ – დენდროლოგიურ პარკში უამრავი საოცარი მცენარის, ფრინველისა თუ ცხოვრელის ნახვა შეიძლება, მათ შორის, ვარდისფერი ფლამინგოსი, უნიკალური ხეებისა და სხვ.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. შეკვეთილში 15 ივლისს დამთვალიერებლებისთვის დენდროლოგიური პარკი გაიხსნება, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ქვეყანაში მოუთმენლად ელოდებიან.

როგორც Sputnik–საქართველოს ახლომდებარე ოზირგეთის მერიაში განუცხადეს, პარკი შუადღისას გაიხსნება. „ხვალიდან პარკი ყოველდღე, გარდა ორშაბათისა და პარასკევისა, დენდროლოგიური პარკი სტუმრებს ელოდება. როგორც ადრე უკვე ითქვა, შესვლა უფასოა“, – აღნიშნეს მერიაში.

დენდროლოგიური პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა ხეთა უნიკალური სახეობების მრავალფეროვნება, რომლებსაც ქართველი მილიარდერი და მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მთელ ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ აგროვებდა. შედეგად დენდროპარკის ტერიტორიაზე 150–ზე მეტი იშვიათი ხე შეგროვდა.

გიგანტური ხეები მილიარდერის რეზიდენციაში შეკვეთილში, სადაც დენდრიოპარკი მდებარეობს, ხმელეთითა თუ ზღვით გადაჰქონდათ. გადაზიდვის კადრები არაერთხელ მოხვდა ადგილობრივი მასმედიის ობიექტივში.

ამისთვის ივანიშვილი არაერთხელ გააკრიტიკეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ივანიშვილის საუკუნოვანი ხეების გადატანის პროექტი ვნებს ეკოლოგიას და ცუდ დღეში აყენებს მოსახლეობას. ამაზე მილიარდერი პასუხობდა, რომ კოლოსალურ თანხებს ხარჯავს პარკზე, რომელიც ყველა მსურველისთვის იქნება გახსნილი.

მხოლოდ ხეების ტრანსპორტირებისთვის ივანიშვილმა სამი ბორანი და სპეციალური მანქანა შეიძინა.

„ხეების გადარგვის თემას პოზიტივის მეტი არაფერი არ ახლდა. პარკიც იქნება ძალიან საინტერესო და  ვთქვი თავის დროზე, რომ ეს პარკი საზოგადოებრივი იქნება. ოპოზიცია ამაზე საერთოდ არ აკეთებს მინიშნებას, საკუთარ სახლში და საკუთარ ეზოში“, – განაცხადა ივანიშვილმა ერთ–ერთ ინტერვიუში.

მან აღნიშნა, რომ ხეებს მიწის ნაკვეთის მფლობელებისგან ყიდულობდა და მოსახლეობამ კომპენსაციის სახით 10–12 მილიონი ლარი მიიღო.

მაისის ბოლოს დენდრარიუმში გადაღებული ფოტოები ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა ბადრი ვადაჭკორიამ გამოაქვეყნა. „სად ნახავ მსგავს სილამაზეს, თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში“, – დაწერა ფოტოგრაფმა.

მისი რეპორტაჟიდან ცნობილი გახდა, რომ დენდრარიუმის ტერიტორიაზეა მცირე ზომის ტბა, სადაც ფრინველის 58 სახეობაა გავრცელებული – თუთიყუშების სხვადასხვა სახეობიდან დაწყებული ვარდისფერი ფლამინგოებით დამთავრებული.

0