სამშენებლო სამუშაოები პროექტ „პანორამა თბილისის“ ფარგლებში

„პანორამა თბილისის“ მშენებლობიდან სამი ადამიანი გადმოვარდა ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

341
ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

თბილისი, 16 აპრილი - Sputnik. თბილისში, „პანორამა თბილისის“ მშენებლობაზე სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

შემთხვევა რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ დაშავებულს, 30 წლის მამაკაცს, რომელიც მშენებლობიდან გადმოვარდა, ფეხი აქვს მოტეხილი.

ორი დაშავებული „ამტელ ჰოსპიტალში“, ერთი კი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

 

341
თემები:
შემთხვევები საქართველოში (120)