სახანძრო მანქანა

ხანძარი სოფელ მშვიდობაურში - დამწვარია 30 ჰექტრამდე ფართობი

118
(განახლებულია 18:29 14.04.2019)
მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურში ხანძრის შედეგად 30 ჰექტრამდე ფართობი დაიწვა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცეცხლი დაახლოებით 2 საათის წინ ეკალ-ბარდებს გაუჩნდა, იწვის ბუჩქნარი.

„მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში ცდილობენ ხანძრის ლიკვიდაციას. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს ცალკეული კერების დამუშავება“, – აცხადებენ ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

ადგილზე იმყოფებიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ოზურგეთის რაიონში ბოლო ორ დღეში ეს უკვე მეორე ხანძარია.

118
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1436)
სახანძრო მანქანა

ნუცუბიძის პლატოზე აფეთქება მოხდა

144
არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა. მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე აფეთქება მოხდა.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზგასამართ სადგურზე მოხდა.

მომხდარის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები და საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები.

144
თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

თუშეთში პოლონელი ტურისტი დაშავდა: ქალი თბილისში ვერტმფრენით გადაიყვანეს

72
(განახლებულია 20:45 31.05.2020)
პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. თუშეთში დაშავებული პოლონელი ტურისტი ქალი ომალოდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველებმა გადაიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

72
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1436)
კახა მამულაშვილი ნიკოლოზ მამულაშვილი

მამულიჩას პირველი ცოლი ცნობილი მსახიობის დედინაცვალია - ულამაზესი ქალის ფოტოები

0
(განახლებულია 13:47 02.06.2020)
ცნობილი პროდიუსერის ყოფილი მეუღლე ამჟამად დაქორწინებულია ცნობილი მსახიობის ყოფილ მეუღლეზე, რომელსაც ასევე ცნობილი მსახიობი შვილი ჰყავს

ცნობილი პროდიუსერის კახა მამულაშვილის პირველი მეუღლე პროფესიით ინტერიერის დიზაინერი ნინო ნოზაძეა წყვილს საერთო ვაჟი ნიკო მამულაშვილი ჰყავს, რომელიც დაქორწინებულია და პატარა ალეს მამაა. ნიკოს წყალობით მამულიჩა და ნინო უკვე გახდნენ ბებია-ბაბუა.

View this post on Instagram

A post shared by Misha Japaridze (@mjaparidze_) on

მამულიჩა ამჟამად მომღერალ ლელა წურწუმიაზეა დაქორწინებული, მათ საერთო შვილი - 18 წლის მარიკო ჰყავთ. ქართულ შოუ-ბიზნესში ისინი ერთ-ერთ ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

View this post on Instagram

A post shared by Dkvirikadze (@dkvirikadze) on

დაქორწინებულია ნინო ნოზაძეც. მისი მეუღლე ცნობილი მსახიობის ნინო ქორიძის ყოფილი მეუღლე, დათო ქორიძეა, რომელიც ცნობილი მსახიობის ირაკლი კვირიკაშვილის მამააა.

View this post on Instagram

A post shared by Nino Nozadze (@ninoni04) on

ირაკლი კვირიკაშვილი ჰოლივუდში მოდელ მეუღლესთან, ელენე მახარაშვილთან ერთად ცხოვრობს. ნინო ქორიძე პატარა ასაკში დაოჯახდა. ამჟამად ის მსახიობ თორნიკე გოგრიჭიანზეა დაქორწინებული და მეორე შვილს, ნატაშას ზრდიან.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება