ნარკოტიკი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 57 წლის მამაკაცი დააკავეს

112
(განახლებულია 11:37 14.04.2019)
პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას თურქეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 15 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელვაჩაურის რაიონში 57 წლის მამაკაცი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული სოფელ სარფში, საბაჟო-გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში დააკავეს. პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას თურქეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოტანილი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 15 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით და 262-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანას და უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს 8-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობას.

112
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (21)