ტყის ხანძარი გურიაში

ოზურგეთის ტყეში ხანძრის შედეგად 30 ჰექტარი დაიწვა

53
(განახლებულია 09:48 14.04.2019)
ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად 70 მეხანძრე - მაშველი მუშაობდა

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. ოზურგეთის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძარი სოფელ შემოქმედში გუშინ საღამოს გაჩნდა. ვითარებას განსაკუთრებით რთული რელიეფი ართულებდა. ადგილზე სახანძრო ტექნიკასთან ერთად მუშაობდა 70 მეხანძრე - მაშველი.

დამწვარია ეკალ-ბარდი და ტყის ქვედა საფარი - 30 ჰექტარი ფართობი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

53
თემები:
შემთხვევები საქართველოში (113)