ონკანი

წურბელები და მატლები სასმელ წყალში ბაღდათის მოსახლეობა შველას ითხოვს

94
(განახლებულია 14:31 12.04.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები უკვე აიღეს.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათის მოსახლეობამ სასმელ წყალში წურბელები და მატლები იპოვა, იუწყება სააგენტო KUTAISIPOST.GE.

ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნული ფაქტის გამო საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლებას პრობლემის მოგვარება სთხოვა.

აქციის მონაწილეების თქმით, დაახლოებით ექვსი თვეა, რაც სოფელში წყალი შეიყვანეს, თუმცა, დაბინძურების გამო, ფაქტობრივად, წყალს ვერ იყენებენ. სოფლის მოსახლეობა სასმელ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება.

„სასმელ წყალს მატლები მოჰყვება, მეექვსე თვეა უკვე სასმელად უვარგისი, დაბინძურებული წყალი მოდის. წურბელები და ტალახიც მოჰყვება და ვერც სასმელად და ვერც საყოფაცხოვრებოდ ვერ ვიყენებთ", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პრობლემის მიზეზად ადგილობრივები წყლის რეზერვუარის დაბინძურებას ასახელებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები უკვე აიღეს.

 

94
თემები:
საქართველოს რეგიონები (30)