მამის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდეს

© Pixabay / ErikaWittliebსაპატიმრო
საპატიმრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მკვლელობისთვის დაკავებულს 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა სოსო ცისკარიშვილს, რომელსაც წყნეთში მამის მკვლელობა ედება ბრალად, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლიციური ლენტი - Sputnik საქართველო
წყნეთში მკვლელობა მოხდა

პოლიციამ 36 წლის მამაკაცი ოთხშაბათს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთობების გარკვევისას 65 წლის მამას დანით ჭრილობები მიაყენა, რის გამოც ის ადგილზე გარდაიცვალა. ინციდენტი სამშაბათს მოხდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში". დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ელოდება.

ბრალდებულის დაკავების შემდეგ ოჯახის ახლობლებმა განაცხადეს, რომ მკვლელობა საერთოდ არ ყოფილა. მათი თქმით, მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. ის, სავარაუდოდ, დაეცა და გარდაიცვალა. მკვლელობაში ეჭვი შეიტანეს ასევე მეზობლებმაც.

ყველა ახალი ამბავი
0