პოლიციამ ზუგდიდში „ნაცმოძრაობის“ სამი წევრი დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს-მ ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. პოლიციამ ზუგდიდის რაიონში ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდის მერობის საკუთარი კანდიდატი წარადგინა >>

ტელეარხ TV Pirveli-ს მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან ზუგდიდის რაიონის საკრებულოს დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ ანი წითლიძე და პარტიის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პატარაია.

„სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან სამსახურეობრივ შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა მათ ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერებმა პოლიციის მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს, ისინი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
პარლამენტის შემდეგ საკრებულო: ვინ და რატომ ირჩევს ეკა ბესელიას გზას

„ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ხელწერილის საფუძველზე პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა თავისი მხარდამჭერების დაკავებას პროვოკაცია უწოდეს და მომხდარი ინციდენტი ზუგდიდის რაიონის მერის რიგგარეშე არჩევნებს დაუკავშირეს. ამ პოსტზე „ნაცმოძრაობიდან“ კენჭს იყრის საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი.

ზუგდიდის მერის არჩევნები 19 მაისს გაიმართება. არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 2017 წელს მმართველი პარტიიდან მერის პოსტზე არჩეული ლაშა გოგია 2018 წლის სექტემბერში თანამდებობიდან გადადგა. ორი თვის შემდეგ ის ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0