არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი

უბედური შემთხვევა ზუგდიდში: მამაკაცი ჭაში ჩავარდა

105
(განახლებულია 13:58 11.04.2019)
გარდაცვლილის ცხედარი ჭიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოასვენეს.

თბილისი, 11 აპრილი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 58 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა და დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

უბედური შემთხვევა სოფელ ინგირში დღეს მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ ეზოში არსებულ ჭაში ჩავარდა.

გარდაცვლილის ცხედარი ჭიდან სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ამოასვენეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

105
თემები:
შემთხვევები საქართველოში (353)