პოლიციური ლენტი

წყნეთში მკვლელობა მოხდა

313
არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. წყნეთში მკვლელობა მოხდა, იუწყება პირველი არხი.

არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა. დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობის ფაქტი საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა მუხლი შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.

313
თემები:
კრიმინალი საქართველოში (132)