ტყის ხანძარი აჭარაში

გურიაში ხანძარი ლოკალიზებულია

94
ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ხანძარი ლოკალიზებულია, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, ხანძრის შედეგად დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი.

გურიის რეგიონის გუბერნატორ ზურაბ ნასარიას თქმით, ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„დარჩენილია ფერდობზე პატარა კერები და ტექნიკა ვერ მიდის, ამ წუთებში კი ფერდობებზე ცეცხლი მცირე ვერტმფრენი აქრობს", - განაცხადა ნასარაიამ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ პროცესში ჩართულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა უკვე 10-ჯერ შემოუფრინა ხანძრის ეპიცენტრს. ადგილზე 80 მეხანძრე-მაშველი მუშაობს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოებით ერთ წლამდე ვადით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

94
თემები:
შემთხვევები საქართველოში (120)