თბილისის მეტროში ევაკუაცია იყო გამოცხადებული

© Sputnik / Alexander Imedashviliმეტროს სადგური „დელისი"
მეტროს სადგური „დელისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მძაფრი სუნის გამო მემანქანემ მგზავრებს მატარებლის დატოვება სთხოვა.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. მეტროს სადგურ „დელისზე" მატარებლის ვაგონში ზეთის გადახურების გამო სპეციფიკური სუნი დატრიალდა. ამის შემდეგ მემანქანემ მგზავრებს მატარებლის დატოვება სთხოვა.

ამ ინციდენტის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა დაწერეს, რომლებიც იტყობინებოდნენ, რომ მგზავრების ევაკუაცია სადგურზე მკვეთრი სპეციფიკური სუნის გამო მოხდა.

სახიფათოა თუ არა მეტროში გადაადგილება: სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს>>

ამჟამად მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „Sputnik-საქართველოს" განუცხადეს, ვაგონში ტექნიკური ხარვეზი შეიქმნა, ამიტომ საჭირო გახდა მგზავრების მატარებლიდან გამოყვანა. სერიოზულ შეფერხებას ადგილი არ ჰქონია.

ყველა ახალი ამბავი
0