9 წლის ბიჭი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი სახლის ეზოში მოხდა.

თბილისი, 8 აპრილი — Sputnik. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ხაჯალიაში 9 წლის ბიჭი საქანელიდან გადმოვარდა და დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

სოფელ მერეთში ავტოავარიას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა>>>

ინციდენტი სახლის ეზოში მოხდა.

„ბავშვი ძმასთან ერთად ეზოში თამაშობდა, საქანელიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას ბებია შეესწრო", – განაცხადა ლანჩუთის მერიის წარმომადგენელმა ირაკლი გუჯაბიძემ.

მისი თქმით, მთელი სოფელი შეძრულია მომხდარით.

 

ყველა ახალი ამბავი
0