ბაქოში სავაჭრო ცენტრი იწვის

© Sputnik / STRINGERხანძარი ბაქოში
ხანძარი ბაქოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა გახდა სავაჭრო ცენტრში ხანძრის მიზეზი.

თბილისი, 26 მარტი — Sputnik. ბაქოს ერთ-ერთ მსხვილ სავაჭრო ცენტრში სამშაბათს, დილით ხანძარი გაჩნდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი" ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით.

ნიზამინსკის რაიონში მდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტები იწვის. თვითმხილველების განცხადებით, იწვის სავაჭრო ცენტრი „დიგლასი".

© Sputnik / Murad Orujovხანძარი სავაჭრო ცენტრში
ბაქოში სავაჭრო ცენტრი იწვის - Sputnik საქართველო
ხანძარი სავაჭრო ცენტრში

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სახელმწიფო სამსახურის ქვედანაყოფები და განსაკუთრებული რისკის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0