წალენჯიხაში ხანძრის შედეგად 75 წლის მამაკაცი დაიღუპა

გამოწერა
ხანძრის შედეგად 130 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი დაიწვა

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭველეში საკუთარ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ Facebook- გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

ხანძარი ორსართულიან სახლში გაჩნდა, დაიწვა 130 კვადრატული მეტრი ფართობი.

ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები იყვნენ მობილიზებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0