ორთაჭალის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

© SPUTNIK / LEVAN AVLABRELIსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. ორთაჭალის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ინფორმაციით, დაიწვა ორი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულები და სხვენი, ჯამში 150 კვ.მ. ასევე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობა და ნაწილობრივ „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ყველა ახალი ამბავი
0