პოლიციამ იმერეთში დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოწერა
ამოღებულია „აკს“-ი 16 მჭიდით, 939 საბრძოლო ვაზნა, შვიდი კაფსულ-დეტონატორი, ცხრა ასაფეთქებელი ზონარი, ორი შეკვრა „ამონალი“ და „ტროტილის“ ექვსი შეკვრა.

თბილისი, 17 მარტი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იმერეთში 51 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ბათუმში გამოძალვის ბრალდებით კლუბსა და რესტორანში ექვსი პირი დააკავეს

პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა: „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 16 მჭიდით, სხვადასხვა კალიბრის 939 საბრძოლო ვაზნა, შვიდი კაფსულ-დეტონატორი, 9 ასაფეთქებელი ზონარი, 2 შეკვრა „ამონალი" და „ტროტილის" 6 შეკვრა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0