აბები

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ექსტაზი” ამოიღეს: დაკავებულია 40 წლის ქალი

108
(განახლებულია 15:02 16.03.2019)
დაკავებულ ქალს 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 40 წლის ქალი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 921 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

108
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში (116)