დაკავებული

რა მოიპარა ქურდმა დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინიდან

244
(განახლებულია 09:52 16.03.2019)
დაკავებულს, რომელმაც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული დეპუტატი გაქურდა, შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. სამართალდამცველებმა მმართველი პარტიის დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე 1989 წელს დაბადებული ა.ს. დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა 14 მარტს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია, მცირე ზომის სეიფი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, სეიფში გარკვეული ოდენობის თანხა  და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა.

სამართალდამცველებმა, ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

244
თემები:
კრიმინალი საქართველოში (915)
საბერძნეთის პოლიცია

საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთის იზოლატორში თავი მოიკლა

82
(განახლებულია 16:08 29.05.2020)
ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში 46 წლის ქართველი მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik. ტრეფიკინგში ბრალდებულმა საქართველოს მოქალაქემ საბერძნეთში დროებითი დაკავების იზოლატორში თავი მოიკლა, იუწყება ქართული მასმედია ბერძნული მედიასაშუალებების ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, 46 წლის ქართველი მამაკაცი ქალაქ ალექსანდრუპოლისის პოლიციის განყოფილების იზოლატორში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„სალონიკში საქართველოს საკონსულოში შესულია ოფიციალური შეტყობინება, მიმდინარეობს ცხედრის ექსპერტიზა. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან“, – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

82
თემები:
შემთხვევები საქართველოში
პოლიცია ბათუმში

შსს-მ ბათუმში მომხდარ არეულობასთან დაკავშირებით ინციდენტის ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

175
(განახლებულია 20:54 27.05.2020)
რევაზ წულუკიძისა და ელდარ ანთაძის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე ბათუმში პოლიციამ 30 პირი დააკავა

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს კადრებს, სადაც ასახულია ხულიგნობის ფაქტი, რის საფუძველზეც ბათუმში სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის შვიდ მაისს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმში ორი პირი დააკავეს, ხოლო ოთხ პირს წარედგინა ბრალდება, სსკ-ის 239-ე მუხლით. დაკავებულები ამ დროისთვის იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში.

საუბარია რევაზ წულუკიძესა და ელდარ ანთაძეზე, სწორედ მათ გათავისუფლებას ითხოვდნენ დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულების გათავისუფლების მოთხოვნით, ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციის არაერთი კანონიერი მოთხოვნის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა განაგრძეს საზოგადოებრივი წესრიგის დაარღვევა და ძალადობრივი მეთოდებით შეეცადნენ გზის გადაკეტვას.

ბათუმში მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის სულ დაკავებულია 30 პირი, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას.

რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ ისინი უკანონოდ არიან დაკავებულები და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. ამავე მოთხოვნით ისინი 8 მაისსაც შეიკრიბნენ აჭარის მთავრობის სახლთან და აქცია გამართეს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო ოთხი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. წულუკიძესა და ანთაძეს ბრალი ჯგუფურ ხულიგნობაში ედებათ.

175
თემები:
შემთხვევები საქართველოში

„უკვდავი პოლკი ონლაინ“ დასრულდა: მარში 25 მლნ ადამიანმა ნახა

0
(განახლებულია 18:45 29.05.2020)
სამი კვირის განმავლობაში ტრანსლაცია მიმდინარეობდა რუსეთის უკვდავი პოლკის საიტზე www.polkrf.ru, საერთაშორისო უკვდავი პოლკის საიტზე www.polk.press, ონლაინ–კინოთეატრზე Okko და ასევე სოციალურ ქსელებში ВКонтакте–სა და Одноклассники–ზე.

თბილისი, 29 მაისის — Sputnik. „უკვდავი პოლკი–ონლაინ“ მარში დასრულდა, მასშტაბური კამპანია ვირტუალურ სივრცეში 20 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და 25 მლნ ადამიანმა ნახა მთელი მსოფლიოდან.

„რუსეთის უკვდავი პოლკის“ ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარის, შრომის გმირის, მსახიობ ვასილი ლანავოის თქმით, „რაც გაკეთდა, იმის მთავარი აზრი — ეს ადამიანების გაერთიანებაა, რათა ად დაირღვეს დროებს შორის ცოცხალი კავშირი, რათა არასდროს გაქრეს დაცემულ მეომართა ხსოვნა, რათა გამარჯვება მხოლოდ ერთად შეიძლება“.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ონლაინ–მსვლელობის ორგანიზებასა და ჩატარებაში. ეს რუსეთის „უკვდავი პოლკისა“ და მისი პარტნიორების კოორდინირებული სამუშაო იყო, ანკეტების შესაკრებად ონლაინ–პლატფორმების შემქმნელების, მოხალისე–მოდერატორების, კონსულტანტ–ისტორიკოსების, მსვლელობის ტრანსლაციის ორგანიზატორებისა. 9 მაისს ის მარტო ინტერნეტითა და  პირდაპირი ტელეეთერებით კი არ იხილეს, არამედ 5 000–ზე მეტ მედიაფასადზეც მთელი რუსეთის მასშტაბით. მათ შორის, ეს იყო დიდმეტრაჟიანი ეკრანები ისტორიული შენობების კედლებზე. რაც შეეხება მოსკოვს, იქ ტრანსლაცია მეტროს მატარებლების ეკრანებზეც მიმდინარეობდა, მიწისზედა ტრანსპორშიცა და ელექტრომატარებლებშიც  — სულ 20 ათას ერთეულზე“, — განაცხადა „რუსეთის უკვდავი პოლკის“ აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელმა არტიომ ხუტორსკიმ.

სამი კვირის განმავლობაში ტრანსლაცია მიმდინარეობდა რუსეთის უკვდავი პოლკის საიტზე www.polkrf.ru, საერთაშორისო უკვდავი პოლკის საიტზე www.polk.press, ონლაინ–კინოთეატრზე Okko და ასევე სოციალურ ქსელებში ВКонтакте–სა და Одноклассники–ზე. აქცია ყველაზე მეტად პოპულარული სწორედ სოციალურ ქსელებში იყო. 

„სოციალურ ქსელებში ტრანსლაცია დაახლოებით 18 მილიონჯერ ნახა მომხმარებელმა. ВКонтакте–სა და Одноклассник–ის იუზერებმა ორი მლნ ანკეტა ატვირთეს ახლობლების შესახებ ინფორმაციით. ბევრი ერთდროულად რამდენიმე ვეტერანის ფოტოს აგზავნიდა. აქციის მონაწილეებს შორის ბევრი ახალგაზრდა იყო. მაგალითად,  ВКонтакте–ს მომხმარებელთა მესამედი 21 წელზე უმცროსი ასაკისა გახლდათ. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, ჩაერთვნენ ომის ცოცხალ ისტორიაში  და პატივი მიაგონ გმირებს“, — აღნიშნეს Mail.ru Group–ეს პრესსამსახურში.

„უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორები საგამოძიებო კომიტეტს ჰაკერების მონაცემებს გადასცემენ>>

აღსანიშნავია, რომ მათ, ვინც ტრანსლაცია გამოტოვა, 31 მაისამდე შესაძლებლობა აქვთ, მსვლელობის საიტებზე საჭირო დროსა და საათზე გადაახვიონ მარში და იხილონ საკუთარი ვეტერანები წითელ მოედანზე. 

მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მისი მონაწილეების მონაცემები, რომლებმაც ავტორიზაცია სოციალური ქსელებით გაიარეს, კვლავ იქნება ხელმისაწვდომი რესურსზე „ხსოვნის ბანკი“.

 

0