პატრული

26 წლის გიგი გეგეჭკორი ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს

0
(განახლებულია 21:28 15.03.2019)
ახალგაზრდა მამაკაცი ბოლოს სოფელ წითელსოფელში დაინახეს

თბილისი,  15 მარტი — Sputnik. ახალგაზრდა მამაკაცი გიგი გეგეჭკორი, რომელსაც ახლობლები და ოჯახის წევრები ერთი კვირაა ეძებდნენ, სოფელ წითელსოფელში ტყეში გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს შსს–ზე დაყრდნობით.

26 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია სამინისტროში 9 მარტის საღამოს შევიდა.

უკანასკნელად გეგეჭკორი სოფელ წითელსოფელში დაინახეს.

ახალგაზრდა მამაკაცი ტყეში  ჩამომხრჩვალი იპოვეს.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში (33)