შვეიცარიელი ტურისტები მტირალას პარკში დაიკარგნენ

© Emergency Management Service / FBმაშველებმა შვეიცარიელი ტურისტები იპოვეს
მაშველებმა შვეიცარიელი ტურისტები იპოვეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამძებრო სამუშაოები მთებში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში განხორციელდა

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა აჭარაში, მტირალას ეროვნულ პარკში დაკარგული შვეიცარიის ორი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

მაშველები - Sputnik საქართველო
მდინარე ჭოროხიდან მაშველებმა 54 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს

ტურისტები პარკის ტყეში დაიკარგნენ და იქიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. საძიებო სამუშაოები ღამით, რამდენიმე საათის განმავლობაში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა.

მაშველებმა, უამინდობის მიუხედავად, შეძლეს ტურისტების პოვნა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

საძიებო სამუშაოებში მონაწილეობდნენ შსს-ს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები და რეინჯერები.

მტირალას ეროვნული პარკი ბათუმიდან რამდენიმე კილომეტრშია. ის აჭარის ტურისტულ მარშრუტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ყველა ახალი ამბავი
0