პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი დააკავა, ნათქვამის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯგუფის წევრები ფონიჭალის დასახლებაში რამდენიმეთვიანი სამძებრო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ჩატარებული ოპერაციისას დააკავეს.

გამოძიების მონაცემებით, დაკავებულები, დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ.

„ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელების შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილსაც იღებდნენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

პოლიციამ, სასამართლოს ნებართვით, განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და ამ პროცესის ვიდეო და აუდიოჩანაწერი გააკეთა.

ველოსიპედი - Sputnik საქართველო
ამანათი იტალიიდან: გამოგზავნილ ველოსიპედში დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოჩნდა

ასევე, პოლიციამ ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისა, ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 11 კილოგრამამდე „ჰეროინი", ერთი კილო და 300 გრამი „კოკაინი", 800 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1300 აბზე მეტი „ექსტაზი", 4 კილო და 500 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 150 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატი ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წელს, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 318 პირი მისცეს.

ყველა ახალი ამბავი
0