პოლიციელს, რომელმაც ფოთში ეჭვმიტანილი მოკლა, გირაო შეუფარდეს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციელი ჭაბუკა ლემონჯავა, რომელსაც ეჭვმიტანილის გაუფრთხილებლობით მკვლელობა ედება ბრალად, განაჩენს ციხის გარეთ დაელოდება

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელი ჭაბუკა ლემონჯავას 45 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი გათავისუფლება გადაწყვიტა. პოლიციელს ბრალად ედება სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობისთვის ეჭვმიტანილის მკვლელობა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თემურ აბაზოვი - Sputnik საქართველო
ექს-მერი აბაზოვი მარნეულის მერიას 32 ათას ლარს სთხოვს

ინციდენტი ქალაქ ფოთში 2018 წლის ივლისში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, როდესაც პოლიციელები აკავებდნენ მამაკაცს, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვას ცდილობდა, მან ლემონჯავას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ამის საპასუხოდ ლემონჯავამ ცეცხლი გახსნა.

პოლიციელის ადვოკატის, იოსებ ჯანაშიას განცხადებით, მათ შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომ პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ და სასამართლომ დაცვის მხარის პოზიცია გაითვალისწინა.

დაკავებულია პოლიციელი, რომელმაც ფოთში ტერმინალის მძარცველი მოკლა>>

ლემონჯავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თავდაპირველად ძალადობის ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების მუხლით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით საქმეს სხვა კვალიფიკაცია მიეცა და ახლა მიმდინარეობს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით, რაც ითვალისწინებს ექვსი თვიდან ორ წლამდე შინაპატიმრობას, ან ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0