როდის დაიწყება პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმის განხილვა სასამართლოში?

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიბადრი პატარკაციშვილი
ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილიარდერი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმის განხილვა სასამართლოში დაიწყება ნახევარი წლის დაგვიანებით მას შემდეგ, რაც პროკურატურამ საქმის გახსნის შესახებ გააკეთა განცხადება

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო 52 წლის ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმის არსებით განხილვას 27 მარტს დაიწყებს, იუწყება Новости-Грузия სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით.

საქართველო პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმის მასალებს ლონდონისგან ორი წელი ელოდება >>

პატარკაციშვილი 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონის მახლობლად, სარეის საგრაფოში, ქალაქ ლეზერჰედში მდებარე თავის სახლში გარდაიცვალა. თავდაპირველად გაერთიანებული სამეფოს სკოტლანდ იარდმა მისი სწრაფი სიკვდილი საეჭვოდ მიიჩნია, თუმცა მოგვიანებით მიზეზად გულის იშემიური დაავადება დაასახელა.

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმე საქართველოს პროკურატურამ 2018 წლის ოქტომბერში გახსნა. პროკურატურა არ უარყოფს მილიარდერის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას, მაგრამ ამასთანავე ამტკიცებს, რომ გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე დაიგეგმა მისი მკვლელობა. აღნიშნულის მტკიცების საფუძველი გახდა 2007 წლის 4 და 5 თებერვლით დათარიღებული აუდიოჩანაწერები, რომელიც პროკურატურამ 2016 წლის დეკემბერში სხვა ხმაურიანი სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის დაკავებისას აღმოაჩინა.

ბადრი პატარკაციშვილი - Sputnik საქართველო
ბადრი პატარკაციშვილის დედა ბოლო მოვლენების გამო საავადმყოფოში მოხვდა

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამ ყოფილ თანამშრომელს - გიორგი მერებაშვილს, რევაზ შიუკაშვილს, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, და ლევან ქარდავას. მერებაშვილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

შიუკაშვილი ოთხწლიან სასჯელს იხდის პოლიტიკოსების ინტიმური ფარული ჩანაწერების შექმნის საქმეზე. თბილისის სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის ივლისში მიუსაჯა. გარდა ამისა, შიუკაშვილის გვარი ფიგურირებს 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის სასტიკი დარბევის საქმეში.

რაც შეეხება ლევან ქარდავას, მას სასამართლომ 2006 წელს „ნავთლუღის სპეცოპერაციაში“ მონაწილეობის გამო, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა, 2014 წელს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ყველა ახალი ამბავი
0