შემთხვევის ადგილი

ნუცუბიძის მეოთხე პლატოზე მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

230
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 53 წლის მამაკაცი.

თბილისი, 14 მარტი - Sputnik. თბილისში, ნუცუბიძის პლატოს მეოთხე მიკრორაიონში, კაპანელის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 53 წლის მამაკაცი.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

230
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1618)
გაზქურა

აფეთქებას გადაურჩნენ: რა მოხდა სამგორის რაიონის ორ კორპუსში

83
(განახლებულია 13:29 03.08.2020)
ერთ-ერთი ბინის მეპატრონე ქალაქიდან გავიდა, ბინის სამზარეულოში გაზქურაზე კი გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში დარჩა.

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში ორი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, ნათქვამია გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, სწრაფი რეაგირების სამსახურის ცხელ ხაზზე „114“ სამგორის რაიონის აბაშვილის ქუჩის ერთ-ერთი კორპუსის ბინადრების შეტყობინება შევიდა, რომ სადარბაზოში ბუნებრივი აირის ძლიერი სუნი იგრძნობოდა. 

„თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლების ადგილზე მისვლისას ერთ-ერთ დაკეტილ ბინასთან ლაზერულმა აპარატმა გაზის კონცენტრაცია დააფიქსირა. ბინის მეპატრონე ქალაქიდან გასული იყო. უსაფრთხოების მიზნით კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა, კონკრეტულ ბინაში კი მაშველები აივნიდან შევიდნენ, რის შემდეგაც სამზარეულოში, გაზქურაზე გაზის ონკანი გახსნილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მეორე კორპუსს, სადაც გაზის გაჟონვა დაფიქსირდა, სპეციალისტების ადგილზე მისვლისას აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთ მობინადრეს გაზქურიდან ჩახსნილი ჰქონდა მილი, რომელიც ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული და გაზი ჟონავდა. ასევე აღნიშნულ ბინაში აღმოჩნდა კუსტარულად დამონტაჟებული გაზგაყვანილობა.

აფეთქების თავიდან აცილება მეზობლების ყურადღების წყალობით მოხდა, რომლებიც შესაბამის სამსახურებს დროულად დაუკავშირდნენ, აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„თბილისის ენერჯი“ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, დაიცვან ბუნებრივი აირის მოხმარების წესები და გაზის გაჟონვის შემთხვევაში აუცილებლად დარეკონ „თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე 2 40 40 04, ან სწრაფი რეაგირების სამსახურში – 114.

83
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1618)
სამაშველო სამსახურის ვერტმფრენი

მაშველების სპეცოპერაცია თუშეთში ახალგაზრდა კაცის გადასარჩენად: ვრცელდება ვიდეო

235
(განახლებულია 17:31 02.08.2020)
მაშველებმა პაციენტი თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ვერტმფრენით  გადმოიყვანეს

თბილისი, 2 აგვისტო - Sputnik. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შენაქოში 25 წლის მოქალაქე ცხენიდან გადმოვარდა და სხეულის დაზიანებები მიიღო, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ დაშავებულ ახალგაზრდას ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ჯგუფები თუშეთის მიმართულებით ვერტმფრენით გაემგზავრნენ. მათ  პაციენტი  თბილისში, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადმოიყვანეს, სადაც  შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამაშველო ოპერაციაში ჩართულები იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები.

 

235
ილია ფილფანი

საქართველოში მესამე კვირაა 13 წლის მოზარდს ეძებენ

0
(განახლებულია 15:16 03.08.2020)
ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს.

თბილისი, 3 აგვისტო  — Sputnik.  საქართველოში მესამე კვირაა ეძებენ სვანეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ 13 წლის ილია ფილფანს, სამძებრო ოპერაციაში მაშველები და პოლიციაა ჩართული,  განაცხადა  „Sputnik საქართველოსთან“ ბიჭის დედამ ქსენია ფილფანმა.  

ილია ფილფანი ყაზახეთის მოქალაქეა. ის ალმათიდან ზამთრის თვეებში ჩამოვიდა დასასვენებლად მამის ნათესავებთან, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო უკან ყაზახეთში ვეღარ დაბრუნდა. 

მოზარდი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ 18 ივლისს, დილით გავიდა. მას შემდეგ იგი არავის უნახავს. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 19 ივლისს შევიდა. ბოლოს ილია სოფელ ლენჯერში ნახეს. 

„გარკვეული ადგილები ხელახლა მოწმდება, მაშველების ახალი ჯგუფები ჩამოდიან, თავიდან სწავლობენ ტერიტორიას. მუშაობენ მდინარეზე, წყალსაცავზე, ზუგდიდის მხარეს ტრასაზე. ძებნის არეალი საკმაოდ დიდია“, – განაცხადა ქსენიამ.

მისი თქმით, სამძებრო ოპერაციაში აქტიურად არის ჩართული პოლიცია.

 „პოლიცია მთელი საქართველოს მასშტაბით მუშაობს, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბათუმის, ქობულეთისა და ურეკის ზონებს, და რა თქმა უნდა, თბილისს. დედაქალაქში, მერიის მხარდაჭერით, მეტროში საკუთარი ძალებით განცხადებები გავაკარით. შეტყობინებები მოდის, ადამიანები ხედავენ მსგავს ბავშვებს, მაგრამ იმის დადასტურება, რომ იგი ილიაა, ჯერჯერობით არ გვაქვს“, – განაცხადა ფილფანმა.

პოლიცია მოქალაქეებიდან შესულ ყველა შეტყობინებას ამოწმებს, მაგრამ ბიჭის კვალზე გასვლა ვერ ხერხდება.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1618)