თურქეთის სასამართლომ „ცხინვალის" ფეხბურთელები გაამართლა

© photo: Sputnik / Eray Erkylych / გადასვლა მედიაბანკშიპოლიციის ავტომობილები ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე
პოლიციის ავტომობილები ანკარის ერთ-ერთ ქუჩაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული საფეხბურთო კლუბი „ცხინვალის" ფეხბურთელები თურქეთიდან სამშობლოში მალე დაბრუნდებიან.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. თურქეთის სასამართლომ ქართული საფეხბურთო კლუბი „ცხინვალის" ხუთი მოთამაშე, რომლებსაც ერთ-ერთი მაღაზიიდან ტანსაცმლის ქურდობა ედებოდათ ბრალად, სრულად გაამართლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქართველი ფეხბურთელები თურქეთში ტანსაცმლის ქურდობისთვის დააკავეს>>>

ფეხბურთელები, რომლებიც ანტალიის მახლობლად, საკურორტო ქალაქ ბელეკში სეზონისწინა შეკრებაზე იმყოფებოდნენ, მიმდინარე წლის თებერვალში დააკავეს. გამოძიების თავდაპირველი ვერსიით, სპორტსმენებმა ანტალიის სავაჭრო ცენტრში ერთ-ერთი სპორტული მაღაზიიდან ცხრა წყვილი ფეხსაცმელი და შორტები მოიპარეს.

მოგვიანებით სასამართლომ ფეხბურთელები გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლა.

ქართველი ფეხბურთელები რამდენიმე დღეში დაბრუნდებიან სამშობლოში და ვარჯიშს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0