საპატრულო პოლიცია

გორში გაუჩინარებულ მოზარდს ეძებენ

82
(განახლებულია 14:17 12.03.2019)
მოზარდი გუშინ მეზობელ უბანში ბებიასთან სტუმრად წავიდა, თუმცა იქ არ მისულა.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. გორში 15 წლის მოზარდი გაუჩინარდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი სახლიდან გუშინ, შუადღისას გავიდა და შინ ამ დრომდე არ დაბრუნებულა.

ოჯახის წევრების განცხადებით, ის მეზობელ უბანში ბებიასთან სტუმრად წავიდა, თუმცა იქ არ მისულა.

ოჯახმა ბავშვის დაკარგვის შესახებ პოლიციას დღეს, დილით აცნობა. ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

მოზარდი გორის მე-3 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. პედაგოგების განცხადებით, ბავშვს ფსიქოლოგიური პრობლემები არ აქვს.

82