დანაშაულის ადგილი

მეტროს სადგურ „დელისთან“ 26 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს

224
დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე 26 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მეტროს სადგურ „დელისის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილს თავს დაესხა ორი შეიარაღებული პირი, რომლებმაც მისი მისამართით ექვსი გასროლა განახორციელეს და ადგილიდან მიიმალნენ. ის ფეხის არეშია დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავის დასაკავებლად.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

224
თემები:
კრიმინალი საქართველოში (226)