სასწრაფო დახმარება

ავარია ავტობანზე: არიან დაშავებულები

243
(განახლებულია 16:34 11.03.2019)
გავრცელებული ინფორმაციით, სადისტრიბუციო მიკროავტობუსის მძღოლს ჩაეძინა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. გორთან ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

ტრაგედია წავკისში: ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა>>>

შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. 
გავრცელებული ინფორმაციით, სადისტრიბუციო მიკროავტობუსის მძღოლს ჩაეძინა, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. დაშავებულია მძღოლი და ორი მგზავრი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276 მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

243