ბათუმის ბულვარში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ბათუმში, ბულვარის ტერიტორიაზე 30 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია tv25.

მამაკაცის ცხედარი გუშინ რესტორან „სან-რემოს" მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცმა, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0