შსს–მ საქართველოში დანაშაულის ზრდა დააფიქსირა

გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ იანვარში დანაშულის 21% გახსნა

თბილისი, 21 თებერვალი  — Sputnik.  საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრომ იანვარში 5,7 ათასზე მეტი დანაშაული დააფიქსირა, რაც 31%–ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, ნათქვამია შსს–ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: დიდი ბოდიში და მადლობა პოლიციას

2019 წლის პირველ თვეში 1,2 ათასი დანაშაული გაიხსნა.

დარეგისტრირებულ დანაშულებს შორის ლიდერობს ქურდობა – 1,9 ათასი შემთხვევა, რაც 35%–ით მეტია გასული წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით.

მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა. შსს–მ მსგავსი დანაშაულის 527 შემთხვევა (+33%) დააფიქსირა. ლიდერთა სამეულს ასრულებს დანაშაული, რომელიც დაკავშირებულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებასა  ან ექსპლუატაციის წესის დარღვევასთან. იანვარში მსგავსი 431 შემთხვევა მოხდა, რაც 7,5%–ით ნაკლებია გასული წლის იანვართან შედარებით.

შემცირდა ჩინოვნიკების მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი – დარეგისტრირებულია 47 შემთხვევა (–4%).

ამასთან, 49%–ით გაიზარდა დარეგისტრირებული ნარკოდანაშაულის რაოდენობამ. სულ 339 დანაშაული დარეგისტრირდა.

41%–ზე მეტად გაიზარდა სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშულის რიცხვმა. ამასთან, გაუპატიურება 25%–ით ნაკლები გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0