საქართველოს საგარეო უწყება ინდოეთს სამძიმარს უცხადებს

© photo: Sputnik / Evgeny Pakhomov / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას

თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინდოეთის რესპუბლიკაში ჯამუ და ქაშმირის შტატში მომხდარი ტერაქტის შედეგად 40-მდე ინდოელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ინდოეთში, ქაშმირის შტატში 14 თებერვალს თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დაშავებულია ათობით პირი. გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო კოლონაში დანაღმული ავტომობილი გამიზნულად შევარდა, ავტობუსთან შეჯახების შედეგად კი აფეთქდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კოლონაში სულ 78 ავტომობილი იყო, რომლებსაც ჯამში CRPF-ის 2547 თანამშრომელი გადაჰყავდა.

პოლიცია ბარსელონის ქუჩებში - Sputnik საქართველო
ბარსელონაში ტერაქტებია მოსალოდნელი: აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

„საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას, რომელსაც არანაირი გამართლება არ აქვს. ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანადგომას უცხადებს ინდოეთის რესპუბლიკის მთავრობას და ინდოელ ხალხს, უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ახლობლებს", -აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მუჰამადმა" („წინასწარმეტყევლ მუჰამედის არმია") აიღო. ის ქაშმირის ტერიტორიაზე მოქმედი ყველაზე მძლავრი დაჯგუფებაა, რომელიც ქაშმირის შტატის ინდოეთისგან გამოყოფისა და პაკისტანთან შეერთებისთვის იბრძვის. დაჯგუფებას მჭიდრო კავშირი აქვს ავღანეთში თალიბანსა და ალ-ქაიდასთანაც.

ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის და გაეროს მიერ „ჯაიშ-ე-მუჰამადი" აღიარებულია, როგორც ტერორისტული დაჯგუფება, 2002 წლიდან აკრძალულია პაკისტანშიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0