ზვიად გამსახურდია ვაჟთან ერთად

ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმე რა მოითხოვა პროკურატურამ ადვოკატისგან

205
(განახლებულია 00:21 30.01.2019)
საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი პრეზიდენტის მკვლელობის საქმისგან პროკურორების ჩამოშორებას მოითხოვს.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა გენერალური პროკურატურა დაადანაშაულა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, თითქოს მას პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიების გეგმა უნდა წარედგინა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილებმა შიმშილობა შეწყვიტეს >>

გიგუაშვილმა გამსახურდიას მკვლელობის საქმის პროკურორებთან ორშაბათს სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ადვოკატს არ წარმოუდგენია კონკრეტული გეგმა და ხედვა საქმესთან დაკავშირებულ დამატებით საგამოძიებო ღონისძიებებთან დაკავშირებით, რის შესახებ შეთანხმება მანამდე შედგა.

2018 წლის დეკემბრის ბოლოს ექს-პრეზიდენტის შვილები ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ადვოკატთან ერთად შეხვდნენ გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს, რომელიც მათ საქმის გამოძიების კურირებას დაპირდა.

„პროკურატურა ავრცელებს ასეთ სამარცხვინო განცხადებას. ელემენტარულად ცრუობს, ვინაიდან არანაირი შეთანხმება არ ყოფილა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა წარგვედგინა სამოქმედო გეგმა გენერალურ პროკურორთან შეხვედრისას. პირიქით, ამ საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა გენერალურმა პროკურორმა აიღო და სრულიად გაუგებარია, თითქოს გენერალური პროკურორი ჩემგან ელოდება რაიმე გეგმის წარდგენას, რომ იმის მიხედვით იმოქმედოს“, – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას მან „საქმის გამომძიებლების და პროკურორების თვითშემოქმედება“ უწოდა.

„ჩვენ ვენდეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს, ერთადერთი კომპრომისი, რაც იმ მოცემულობაში ჩვენთვის მისაღები იყო, ეს იყო გენერალური პროკურორის პერსონალური განცხადება შეხვედრისას, რომ ის თვითონ უხელმძღვანელებდა გამოძიებას“, – განაცხადა გიგუაშვილმა.

გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შედეგად ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიების თითქმის ორკვირიანი შიმშილობა შეწყდა. ისინი აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა დანაშაულის 25-წლიანი ხანდაზმულობის ვადა, ხოლო პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე ისევ გაუხსნელია.

საბოლოო ჯამში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები და დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა 25-დან 30 წლამდე გაზარდა.

„ჩვენთვის მთავარია რეალური შედეგები. რეალური შედეგები შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, პირველ რიგში, საქმეს ჩამოშორდებიან ის გამომძიებლები და პროკურორები, რომლებმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის საქმის გამოძიება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების გამო საქართველოში კანონი შეიცვლება >>

მისი თქმით, გამსახურდიას მკვლელები დღემდე თავისუფლები არიან და, შესაძლოა, ხელისუფლებაშიც იყვნენ.

„კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ საქმეში არსებობს ყველა წინაპირობა, რომ უმოკლეს ვადებში ჩატარდეს მნიშვნელოვანი ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები და პირველი პრეზიდენტის მკვლელები, რომლებიც, ჩვენი ღრმა რწმენით, ჯერ კიდევ აქტიურად არიან ინტეგრირებული სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურებსა თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, იქნენ უმკაცრესად დასჯილები“, – განაცხადა გიგუაშვილმა.

ადვოკატის თქმით, უახლოეს დროს ის კიდევ ერთხელ შეხვდება გენერალურ პროკურორს.

გამსახურდიას გარდაცვალების საქმე

ზვიად გამსახურდია საქართველოს პრეზიდენტად 1991 წლის 26 მაისს აირჩიეს. სამოქალაქო დაპირისპირების შედეგად, რომელიც „თბილისის ომის" სახელით არის ცნობილი, 1992 წლის იანვარში ის სახელმწიფოს მეთაურის პოსტიდან გადააყენეს. ერთი წლის განმავლობაში გამსახურდია დევნილობაში ცხოვრობდა — ჯერ აზერბაიჯანში, შემდეგ სომხეთში, ბოლოს კი ჩეჩნეთში. 1993 წლის შემოდგომაზე ის საქართველოში დაბრუნდა. იმავე წლის 31 დეკემბერს სამეგრელოს სოფელ ძველ ხიბულაში დღემდე გაურკვეველ გარემოებაში დაიღუპა.

1994 წლის თებერვალში სოფელ ჯიხაშკარში დაკრძალული გამსახურდიას ცხედარი ოჯახის მოთხოვნით გროზნოში გადაასვენეს და ქალაქის მთავარი მოედნის სიახლოვეს დაკრძალეს. შემდგომ, ჩეჩნეთში მომხდარი საომარი მოქმედებების შედეგად, საფლავი დაიკარგა და ის მხოლოდ 2007 წელს აღმოაჩინეს. პირველი პრეზიდენტის ნეშტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა დონის როსტოვში ჩატარდა.

2007 წლის მარტში გამსახურდიას ნეშტი ჩეჩნეთიდან ჩამოასვენეს და თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონის ტერიტორიაზე დაკრძალეს.

205
თემები:
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები (10)
საპატრულო პოლიცია

ადვოკატი: ლევან თოფაძეს შეხლა-შემოხლის დროს დანა ან რამე მსგავსი არ დაუნახავს

123
(განახლებულია 17:08 12.08.2020)
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას სასჯელის სახით 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ლევან თოფაძემ დაზიანებები ბუსა ჟვანიასთან შეხლა-შემოხლის დროს მიიღო, თუმცა პირადად მას დანა ან რამე მსგავსი არ დაუნახავს, განაცხადა ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის ლევან თოფაძის ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის საქმეზე ყოფილი პრემიერის ვაჟი დააკავეს>>

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს თბილისში დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ექს-პრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბესარიონ (ბუსა) ჟვანია, რომელმაც ლევან თოფაძეს მისივე სახლში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მისი გადარჩენა დროული სამედიცინო დახმარების წყალობით მოხერხდა. დაზიანებები ჰქონდა მიყენებული ჟვანიასაც.

ლევან თოფაძე მისი დაჭრის შემდეგ პირველად გუშინ დაიკითხა. საგამოძიებო უწყება მას საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით სამი საათის განმავლობაში კითხავდა.

ადვოკატის ინფორმაციით, თოფაძემ გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან კატეგორიულად უარყო, რომ ბუსა ჟვანიას რამე საგნით დაზიანება მიაყენა.

„ბუსა ჟვანიასთან მას მხოლოდ ნაცნობობა აკავშირებდა, მხოლოდ „გამარჯობით“ იცნობდა და დაპირისპირება მოხდა სატელეფონო საუბრის შედეგად. ეს იყო უბრალოდ სიტყვიერი დაპირისპირება და მუქარა არ ყოფილა. მან დეტალური ჩვენება მისცა... კატეგორიულად უარყო, რომ ჟვანიას რაიმე საგნით დაზიანება მიაყენა“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ანთაძემ.

რაც შეეხება ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის თქმით, ის სტაბილური, თუმცა საკმაოდ მძიმეა.

ჟვანიას ბრალდება წარედგინა განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ბუსა ჟვანიას ოჯახი მის პატიმრობას არ აპროტესტებს, თუმცა ითხოვს, რომ მას ბრალდება შედარებით მსუბუქი მუხლით შეეცვალოს.

123
თემები:
კრიმინალი საქართველოში
სეისმოგრაფები

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

137
(განახლებულია 15:58 12.08.2020)
ბიძგების ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში იყო, ხოლო მიწისძვრის სიმძლავრემ ეპიცენტრში 5-6 ბალი შეადგინა. ბიძგები ერევანშიც იგრძნობოდა.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. წუხელ თურქეთის ტერიტორიაზე 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები სომხეთშიც იგრძნობოდა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ილდირის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 12 კილომეტრში მდებარეობს.

სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმური დაცვის სამსახურმა მიწისქვეშა ბიძგები დააფიქსირდა შემდეგი გეოგრაფიული კოორდინატებით: 39.86⁰ ჩრდილოეთის განედსა და 44,16⁰ აღმოსავლეთის გრძედზე.

4–ბალიანი მიწისძვრა იგრძნობოდა აგრეთვე სომხეთის არმავირისა და არარატის რაიონებში, ერევანში კი 3-4 ბალიანი სიმძლავრით დაფიქსირდა.

ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა გუშინ, ღამით საქართველოშიც, წალკის მუნიციპალიტეტში. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3,5 და 3,2 მაგნიტუდა იყო.

137
თემები:
მსოფლიო დღეს
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 13 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 16:05 11.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

13 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სრწფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმიანობა, მიმდინარე საქმეების განხილვა და რთული საკითხების განხილვის გადადება, დაგეგმილის რეალიზება, საბუღალტრო ოპერაციები, ბიზნეს–საქმიანობა, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, აქტიურობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: მშენებლობის საძირკვლის ჩაყრა, რემონტის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა, გამოფენების, კონცერტების მოწყობა, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება.

არარეკომენდებული აჩქარება, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე ხელმძღვანელობისთვის მიმართვა, კონტრაქტების გაფორმება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. კარგი დღეა გადარგვის, გასხვლის, შეწამვლის, მოსავლის აღებისთვის.

ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება–გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0