სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ჩადენილი ძალადობა: დაკავებულია ერთი პირი

© Pixabay / 4711018დაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულმა თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული ბარის თანამშრომლებს.

თბილისი, 20 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1997 წელს დაბადებული გ.ჯ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, 2018 წლის 19 დეკემბერს, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ჯ.-მ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, თბილისში მდებარე ბარ „საქსესში“ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აღნიშნული ბარის თანამშრომლებს: 1993 წელს დაბადებულ დ.ჯ.-ს და 1996 წელს დაბადებულ პ.ს.-ს.

გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0