ბიზნესი ტრაგედიის ხარჯზე თუ ცილისწამება? „სისხლის ბანკი“ სკანდალში გაეხვა

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისისხლის ჩაბარება
სისხლის ჩაბარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
„სისხლის ბანკის“ დირექტორმა დავით ლოლიაშვილმა განაცხადა, რომ სისხლის დეფიციტი დიღომში მომხდარი ტრაგედიის  შემდეგ დიდ მოთხოვნილებას არ შეუქმნია

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. „სისხლის ბანკის“ დირექტორი დავით ლოლიაშვილი ამტკიცებს, რომ ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა ორგანიზაციამ დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შემდეგ, იუწყება Новости-Грузия.

დავით სერგეენკომ „სისხლის ბანკის“ განცხადებას „მარკეტინგული მოზიდვა“ უწოდა >>

სერგეენკომ „სისხლის ბანკი“ ტრაგედიის გამოყენებაში დაადანაშაულა. ტრაგედიიდან მეორე დღეს მედიაში გავრცელდა „სისხლის ბანკის“ მენეჯერის, ეკა გუგეშაშვილის განცხადება. მან მოუწოდა თბილისელებს გაიღონ სისხლი, რადგან მარაგი ამოწურული იყო. ამასთან მან აღნიშნა, რომ აფეთქების შემდეგ ორგანიზაციამ სისხლის კომპონენტებით უზრუნველყო ორი კლინიკა, მათ შორის იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფო.

ყაზტრანსგაზი - Sputnik საქართველო
აფეთქება დიღომში: „ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ

ლოლიაშვილი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია, რომელსაც ჟურნალისტებმა არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს. მისი თქმით, სისხლის კომპონენტების დეფიციტის შესახებ განცხადება ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთდა და ტელევიზიით გავრცელდა.

„გადაამოწმეთ არქივი და ნახავთ, რომ რამდენიმე მედიასაშუალებაში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორჯერ გამოვაცხადეთ, რომ ქვყანაში არის სისხლის კომპონენტების დეფიციტი. მე ვერ ვიგებ, ეს გაღიზიანება რამ გამოიწვია. ბავშვების ტრავმამ, რა თქმა უნდა, დეფიციტი არ შექმნა. ჩვენ გვქონდა სისხლის კომპონენტები, მივაწოდეთ ყველას, მაგრამ განვაცხადეთ, რომ შეიძლება შეიქმნას დეფიციტი. ეს უბრალოდ დაემთხვა იმას, რომ გუშინ მოხდა უბედური შემთხვევა“, - განაცხადა ლოლიაშვილმა.

ვინ არის დამნაშავე თბილისში მომხდარ აფეთქებაში? ახალი ფოტოები შემთხვევის ადგილიდან >>

მან კატეგორიულად უარყო „სისხლის ბანკის“ მიერ ტრაგედიის ანგარების მიზნით გამოყენება.

„ხალხნო, ღმერთმა დაგვიფაროს, ისეთი ბინძურები ვიყოთ, რომ ვიღაცის გამო რაღაცას ვიყენებდეთ... რომელ კომერციულ მიზნებზეა საუბარი?!“ - განაცხადა დავით ლოლიაშვილმა.

ამასთან, იაშვილის კლინიკის დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ აფეთქების შემდეგ სისხლის გადასხმა კლინიკაში გადაყვანილ მხოლოდ ერთ ბავშვს დასჭირდა - მას 420 მლ სისხლი გადაესხა.

გიორგი ჟამერაშვილი - Sputnik საქართველო
ფოტოგრაფის ტრაგიკული ღამე: მძიმედ საამბობი

„იაშვილის კლინიკა, როდესაც რამდენიმე საოპერაციო მუშაობს, 10-ჯერ მეტი რაოდენობის სისხლს იყენებს და არასდროს ამის პრობლემა არ შეჰქმნია და საერთოდ წარმოუდგენელია საუბარი, რომ გუშინდელი აფეთქება შეიძლება დაკავშირებულიყო სისხლის დეფიციტთან. ეს განცხადება აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის და სრულად ვიზიარებთ ბატონ დავით სერგეენკოს განცხადებას“, - აღნიშნა ივანე ჩხეიძემ.

აფეთქება დიდ დიღომში, ავთანდილისა და ვეფხისტყაოსნის ქუჩის კვეთაზე ოთხშაბათს საღამოს, ახლად აშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის – ოთხი წლის ბავშვი. საავადმყოფოებში მოათავსეს ათამდე დაშავებული – უმეტესობა ბავშვი. მეორე დღეს ყველა მათგანი გაწერეს, ერთი ბავშვის გარდა, რომელსაც რთული ოპერაცია ჩაუტარდა. 17 იანვრის დილით კი საავადმყოფოს ორსულმა მიმართა.

აფეთქება დიღომში: „ყაზტრანსგაზის“ დაკავებულ თანამშრომლებს ბრალი წარედგინათ >>

აფეთქების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. გულგრილობის მუხლით დააკავეს „ყაზტრანსგაზის" ორი თანამშრომელი, რომლებმაც აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე მობინადრეთა თხოვნით სახლში შემოწმება ჩაატარეს, თუმცა ვერანაირი ხარვეზი ვერ აღმოაჩინეს.

ყველა ახალი ამბავი
0