კომპანია „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლები დაკითხვაზე იმყოფებიან

გამოწერა
„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik.  კომპანია  „ყაზტრანსგაზის“ ის თანამშრომლები, რომლებიც დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე  საცხოვრებელ კორპუსში შემოწმებაზე იმყოფებოდნენ, დაკითხვაზე გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

აფეთქება დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. ბოლო ინფორმაციით, მომხდარის შედეგად  ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილები. 

ხსოვნის სანთლები - Sputnik საქართველო
17 იანვარი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე  სართულზე აფეთქება , სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. მეექვსე  სართული მთლიანად ჩანგრეულია, თუმცა, მინები ჩამსხვრეულია სხვა სართულებზე,  ჩანგრეულია ლიფტიც.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქებამდე დღის განმავლობაში, იგრძნობოდა გაზის სუნი, თუმცა გაზის კომპანიის წარმომადგენლებმა დაზიანების კერა ვერ აღმოაჩინეს.

მომხდარის შესახებ კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კახა საბანაძემ. მისი განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება, გაკეთდება მაქსიმუმი იმისთვის, რომ კონკრეტული შედეგები დაიდოს უსწრაფესად. ასევე, ფლობენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მოქალაქეებმა დღის განმავლობაში გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

„ყაზტრანსგაზ-თბილისში“ ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები და ექსპერტ-კრიმინალისტები.

ყველა ახალი ამბავი
0