დიდ დიღომში აფეთქებისას სამი ადამიანი დაიღუპა

© Sputnik / STRINGERაფეთქება დიღომში
აფეთქება დიღომში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. სამი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა თბილისში, დიდ დიღომში მრავალბინიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება „Sputnik საქართველოს“ კორესპონდენტი თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსზე, თეიმურაზ კუპატაძეზე დაყრდნობით.

„ჩვენთვის როგორც ცნობილია, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა აფეთქება. ამ ეტაპზე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარდაცვლილია სამი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულები სხვადასხვა საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კორპუსი მთლიანად ევაკუირებულია. მუშაობს სამაშველო სამსახური და მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. პირველადი ინფორმაციის მიხედვით, მეოთხე სართულზე მოხდა აფეთქება", - განუცხადა შემთხვევის ადგილზე მისულმა კუპატაძემ ჟურნალისტებს.

სამი არასრულწლოვანი გადაყვანილია ღუდუშაურის, იაშვილის და იმედის კლინიკებში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

კორპუსში უკვე ჩატარდა მოსახლეობის ევაკუაცია. აფეთქება მოხდა ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-6 სართულზე. აფეთქების მიზეზად სახელდება გაზის გაჟონვა. საუბრობენ ნგრევის საფრთხეზე.

ადგილზე იმყოფება ქალაქის მერი კახა კალაძე.

ტელეარხ „მაესტროს“ მონაცემებით, მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს.

ადგილზე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ელოდებიან.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში ისინი გაზის სუნს გრძნობდნენ, თუმცა ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა რაიმე დაზიანება ვერ აღმოაჩინეს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0