ბათუმში ძლიერი ქარის გამო ორი ადამიანი სახლის სახურავიდან ჩამოვარდა

© Facebook / MRDIქარის გამო დაზიანებული სახურავი
ქარის გამო დაზიანებული სახურავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. ბათუმში ძლიერი ქარის გამო საცხოვრებელი სახლის სახურავიდან ორი ადამიანი ჩამოვარდა, იუწყება ქართული მედია.

შემთხვევა ბათუმში, ხახულის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცები ქარის შედეგად დაზიანებული სახურავის შეკეთებას ცდილობდნენ.

ერთ-ერთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება წელის არეში აქვს მიღებული, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცხვარიჭამია - Sputnik საქართველო
ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე გაუარესდება

რაც შეეხება მეორე დაზარალებულს, ის მხოლოდ მსუბუქად დაზიანდა და მას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაეწია.

ამ დროისთვის ბათუმში ძლიერი ქარია. ქარმა ერთ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა და დააზიანა რამდენიმე შენობის ფანჯარა. მოსახლეობა შეშფოთებულია იმით, რომ ქარის გამო მშენებარე კორპუსებიდან სამშენებლო მასალები ცვივა.

 

ყველა ახალი ამბავი
0