სისხლიანი დაპირისპირება ვერაზე – დაკავებულია ორი პირი

© Pixabay / 4711018ეჭვმიტანილის დაკავება
ეჭვმიტანილის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთი დაკავებული, რომელიც საავადმყოფოშია მოთავსებული, სამართალდამცველებთან თავისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს.

თბილისი, 16 იანვარი -Sputnik. სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ორი მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა გუშინ, საღამოს თბილისის ცენტრში მოხდა. ტატიშვილის ქუჩაზე ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. სროლის შემდეგ მძღოლმა მანქანა მიატოვა, რომელიც დაგორდა და მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან მდებარე პარკინგზე გაჩერებულ მანქანებს შეეჯახა.

უწყების ცნობით, 30 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ხოლო მისი 33 წლის მეგობარი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არიან დაკავებული.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 15 იანვარს თბილისში გ.ა.-მ, რომელიც ავტომანქანით გადაადგილდებოდა, 1988 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა ვერაზე

განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი საავადმყოფოშია მოთავსებული და, უწყების ცნობით, ის სამართალდამცველებთან თავისი დაჭრის ფაქტზე არ თანამშრომლობს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მის დაჭრასთან დაკავშირებით, დამნაშავის იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით, საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული განზრახ მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობა 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0