უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული ქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 56 993 ლარი შეადგინა.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფთიაქი - Sputnik საქართველო
20-ზე მეტი აფთიაქის ხელმძღვანელ პირებს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ

გამოძიებით დადგინდა, რომ შიდა ქართლის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელმა ტყით სარგებლობის სპეციალური ნებართვის გარეშე უკანონოდ ამოძირკვა ხე-ბუჩქნარი.

„აღნიშნული ქმედების შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 56 993 ლარი შეადგინა. გამოძიების პროცესში ბრალდებულის მიერ აღნიშნული თანხის ოდენობა სრულად იქნა გადახდილი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ", – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0