სასწრაფო დახმარება

ბათუმში მეთერთმეტე სართულიდან 43 წლის ქალი გადმოვარდა

167
(განახლებულია 10:58 14.01.2019)
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. ბათუმში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეთერთმეტე სართულიდან 43 ქლის ქალი გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

შემთხვევა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე, გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველების განცხადებით, ქალი ძმასთან სტუმრად იმყოფებოდა. ტრაგედიის დროს სახლში იმყოფებოდნენ ოჯახის სხვა წევრებიც.

„აივანზე გასულა და ამბობენ, გადმოვარდაო. გარეთ რომ გავედი, უკვე პოლიცია იყო მოსული. ხმაური არ გამიგია. ყველა ახალ წელს ზეიმობდა. აქ არ ცხოვრობდა, ძმასთან იყო სტუმრად. ჯანმრთელობაზე პრობლემები ჰქონდა და მკურნალობდა", - აცხადებენ მეზობლები.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

167
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1530)