სასწრაფო დახმარება

ოჯახური ძალადობა მარნეულში დედამ შვილი დაჭრა

99
(განახლებულია 13:58 13.01.2019)
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დედაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მარნეულში დედამ შვილი დაჭრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დედამ შვილს ჭრილობები ყელისა და გულმკერდის არეში ცივი იარაღით მიაყენა.

დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დედა კი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა დედაშვილს შორის დაპირისპირების მიზეზი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.

 

99
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1526)