თბილისში ნარკოდანაშაულისთვის  სამი პირი დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში სამი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ჰეროინი - Sputnik საქართველო
შსს-მ საქართველოში 8 კილოგრამზე მეტი „ჰეროინის“ უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთა

სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი ჩხრეკისას ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ,,კოკაინი", ორი შეკვრა ,,მეტადონი” და სამ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  6-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0